ჩვენ შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

ქართული რესტორანი ულამაზეს ქალაქ ჰამბ ურგში უკვე რეალობაა და გვაქვს პატივი მის მოსახლეობას და სტუმრებს უნიკალური ქართული სამზარეულო და სტუმართმოყვარეობა გავაცნოთ.

ქართული სუფრა თავისი მრავალფეროვანი კერძებით და ღვინოს ფართო არჩევანით არის მსოფლიოში აღიარებული და ის უდავოდ საქართველოს სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.

რესტორანი "სულიკო" მდებარეობს ჰამბურგის შუაგულში და გვსურს, რომ იგი ქართული კულტურისა და ტრადიციული სტუმართმოყვარეობის იდეალური გზამკვლევი გახდეს.

ჩვენ გთავაზობთ უგემრიელესი ქართული კერძებისა სასმელების ფართო არჩევანს. სტილისტურად ნაციონალური,დახვეწილი ინტერიერი ცოცხალ  ქართულ  თუ პოპულარულ  მუსიკასთან ერთად მყუდრო და კომფორტულ გარემოს შეგიქმნით.

თქვენ შეგიძლიათ მოიწყოთ სასიამოვნო და რომანტიული ვახშამი, დაგეგმოთ ბიზნეს ლანჩი ან კორპორატიული წვეულება და დააგემოვნოთ დაუვიწყარი კერძები ჩვენთან თონეში გამომცხვარი ქართულ პურთან ერთად.

წვეულებებისა და სადღესასწაულო სუფრის მენიუს შედგენისას  მზად ვართ გავითვალისწინოთ ჩვენი სტუმრების ინდივიდუალური მოთხოვნები და სურვილები რათა ჩვენთან მათი სტუმრობა  ლამაზი და დაუვიწყარ დღესასწაულად იქცეს.

 მოხარული ვიქნებით თქვენი სტუმრობისა